უკრაინაში, 29 დეკემბერს რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 12 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 70-მდე დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.
„სარაკეტო იერიშების ქვეშ აღმოჩნდა კიევი სვიატოშინსკის, პოდოლსკის და შევჩენკოს რაიონები. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მანქანები და საცავები. 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ქალაქ ლვოვზე. აფეთქებამ დააზიანა კორპუსი და ინფრასტრუქტურა. დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 9", - წერს კლიმენკო ტელეგრამის არხში.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა ქალაქ დნეპროპეტროვსკის სავაჭრო ცენტზე, ხოლო 2 ადამიანი ოდესის საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული საავიაციო და სარაკეტო იერიშის შედეგად.
რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მასირებულ საავიაციო და სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის განცხადებით რუსეთმა არსენალში არსებული ყველაფერი გამოიყენა.
„სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა X-101/X-505 გაუშვეს. დაახლოებით 110 რაკეტა გაისროლეს, მათი უმეტესობა ჩამოგდებულია“, - ამბობს ზელენსკი.
29 დეკემბრის მასირებულ თავდასხმაზე რუსეთს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.