ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა კახეთში

სოფელი ვაზისუბანი, ქარმა შენობას სახურავი მოხადა

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც ამ წუთებში ყვარელი - ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, უღელტეხილი დაკეტილია. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებითაც.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა , სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს.

სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში კი ძლიერმა ქარმა საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია.

უამინდობის შედეგად რეგიონში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. აბონენტების ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.

რადიო თავისუფლებას მუნიციპალიტების მერიებში განუცხადეს, რომ გზების გაწმენდას დაიწყებენ მას შემდეგ რაც ქარი ჩადგება.

ასევე ნახეთ თბილისში ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა ავტომანქანები და სახლებს სახურავები გადახადა