თბილისში, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფოტორობოტის მიხედვით ეძებენ დამნაშავეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო", რომელიც ოჯახის ინტერესებს იცავს, დამატებით აცხადებს, რომ ეს ფოტო შექმნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 20 სექტემბერს.
ასევე ნახეთ ეს იყო დევნა და ბოლოს გვამის გადამალვა - 12 წლის ანის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლესორგანიზაცია განმარტავს, რომ ფოტო შეიქმნა მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით და ის ვერ იქნება "აბსოლუტურად ზუსტი".
"უფლებები საქართველო" სთხოვს საზოგადოების ყველა წევრს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნული ფოტორობოტის საფუძველზე კონკრეტული ადამიანების სავარაუდო დამნაშავედ გამოცხადებას და თავი შეიკავოს საკუთარი ვერსიების საჯაროდ გავრცელებისგან", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ასევე ნახეთ 12 წლის ანის საქმე - დედის დამოუკიდებელი გამოძიება და ლიეტუვის ინტერესი12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა 17 მარტის ღამეს დიდ დიღომში, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს. ეს ადგილი ბავშვის სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრშია.