მეოთხე დღეა ეძებენ მყინვარწვერზე დაკარგულ მთამსვლელს

საილუსტრაციო ფოტო

მეოთხე დღეა ეძებენ ყაზბეგში, მყინვარწვერზე დაკარგულ მთამსვლელს. არსებული ინფორმაციით, 40 წელს გადაცილებულ კაცთან კომუნიკაცია 23 დეკემბრის შემდეგ ვერ მყარდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამძებრო სამუშაოებში 20-მდე მაშველია ჩართული. სამუშაოებში ჩართულია კერძო ვერტმფრენიც.

მთამსვლელი მყინვარწვერზე ჯგუფთან ერთად იყო წასული.