აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თვითმფრინავი, რომელმაც ინდოეთის სანაპიროსთან ნავთობმზიდ ტანკერზე მიიტანა იერიში, ირანიდან გაუშვეს.
"გემ „ხემ პლუტოზე“, რომელიც ეკუთვნის იაპონიას, მაგრამ განკარგავს ნიდერლანდის კომპანია, 23 დეკემბერს დაახლოებით დილის 10 საათზე ინდოეთის ოკეანეში, ინდოეთის სანაპიროდან 200 საზღვაო მილის დაშორებით, განხორციელდა იერიში", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. აღნიშნულია, რომ თვითმფრინავის თავდასხმამ გამოიწვია ხანძარი გემზე, მაგრამ ცეცხლი მალე ჩააქრეს და მას დაზიანება არ მოჰყოლია.
ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერი საუდის არაბეთიდან ინდოეთის პორტისკენ მიცურავდა.
მანამდე ტანკერზე თავდასხმის შესახებ ცნობა ბრიტანეთის საზღვაო- სავაჭრო ოპერაციების დირექტორატმაც დაადასტურა. ირანი შეერთებული შტატების ბრალდებებს ჯერ არ გამოხმაურებია.