ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაბომბვის შედეგად

რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბილი სოფელი სტანისლავი, ხერსონის რეგიონი. 2023 წლის მაისი

უკრაინის დონეცკის რეგიონის რამდენიმე დასახლებაზე რუსეთის საავიაციო და საარტილერიო იერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ქალაქ ტურეცკოზე, წყაროს ცნობით, ორი ავიაიერიში განხორციელდა. დაშავდა 4 ადამიანი, დაზიანდა 20 მრავალსართულიანი და 4 კერძო სახლი, ასევე სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები.

რუსმა სამხედროებმა ერთი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს სოფელ ეკატერინოვკაზე, სადაც ერთი მამაკაცი დაიღუპა. დაზიანდა 16 კერძო სახლი, ავტოფარეხი, მანქანა, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი.