მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს ქართული წარმომავლობის რუსი მომღერალი ირაკლი (ირაკლი ფირცხალავა). ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ და Newsmake-ი მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელ, რაისა ნოვიცკიზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ოფიციალური წყაროს თანახმად, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში მოლდოვაში შესვლაზე უარი ეთქვა უცხოეთის 39 მოქალაქეს, რომლებიც „შევლის პირობებს არ აკმაყოფილებდნენ“. მათ შორის აღმოჩნდა რუსი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა.
ცნობილია, რომ ირაკლი 24 დეკემბერს ქალაქ ბალციში, საახალწლო კონცერტზე უნდა გამოსულიყო. ღონისძიება ორგანიზებული იყო მოლდოვიდან გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის მიერ, რომელსაც მოლდოვაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბანკებიდან მილიარდის მოპარვის გამო.
მას ასევე ადანაშაულებდნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში.
ასევე ნახეთ
პენტაგონიდან გაჟონილი ინფორმაციით, „ვაგნერი“ მოლდოვაში არეულობას გეგმავდათავდასხმა სახელმწიფო უწყებებზე და მძევლების აყვანა - რას გეგმავს მოსკოვი მოლდოვაში?ილან შორი ისრაელში ცხოვრობდა, მაგრამ მოლდოვური მედიის თანახმად, ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დევნილი ოლიგარქი შესაძლოა როუსეთში წასულიყო.
- 2022 წლის ოქტომბერში აშშ-მა მოლდოველ ოლიგარქებს, ილან შორსა და ვლადიმირ პლაჰოტნიუკს, სანქციები დაუწესა მოქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან, მოლდოვის არჩევნებში ჩარევასთან, რასაც კრემლი უჭერდა მხარს. აშშ-ის მასშტაბით გაიყინა მათი აქტივები.
- 2022 წლის დეკემბერში მოლდოველ ოლიგარქებს იმავე ტიპის სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა.
- მოლდოვაში „შორის“ იდეური მხარდამჭერები არიან კომუნისტები და სოციალისტები, რომლებსაც პარლამენტში 30-ზე მეტი მანდატი აქვთ.