მთავარი ჯილდო - წლის სპორტსმენის ტიტული ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად სეოკ-მა მოციგურავე ანასტასია გუბანოვა დაასახელა.
ლაშა ტალახაძემ წელსაც საშინაო თუ საერთაშორისო შეჯიბრებებზე ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი შეეძლო - მეშვიდედ გახდა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი.
ანასტასია გუბანოვამ 2023 წელს ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ყველა მეტოქეს აჯობა და საქართველოს ფიგურულ სრიალში ისტორიული ოქროს მედალი მოუპოვა.
დავით ქლიბაძემ საგანგებო პრიზი მიიღო სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. წლის აღმოჩენის – „ოლიმპიური იმედის“ ჯილდოები გადაეცათ მარიამ რაგიმოვასა (ბატუტზე ხტომა) და გიორგი თოხაძეს (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). წლის გუნდად საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დაასახელეს, ხოლო წლის მწვრთნელად - ამავე გუნდის დამრიგებელი ლაშა გუჯეჯიანი.