რუსეთის მესვეურები განაგრძობენ უკრაინის აღმოსავლეთში, რუსული ძალების მიერ ოკუპირებულ არეალებში მცხოვრები უკრაინელების იძულებას, იმსახურონ რუსულ ჯარში - აცხადებს ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩი" (HRW) 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში და დასძენს, რომ ამგვარი პრაქტიკა "ომის დანაშაულია".
"რუსეთის ოფიციალური პირები უკრაინის ოკუპირებულ არეალებში ღიად და უკანონოდ აიძულებენ კაცებს თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას, - ამბობს ორგანიზაციის ევროპისა და შუა აზიის განყოფილების ხელმძღვანელი ჰიუ უილიამსონი, - ნაკლებად თვალში მოსახვედრია მათი პრაქტიკა რუსეთის ძალებში გასაწევრიანებლად ზეწოლა განახორციელონ დაკავებულ უკრაინელებზე, რომლებიც ვერსად დაიმალებიან ან გაიქცევიან", - დასძენს ის.
ასევე ნახეთ პუტინმა ხელი მოაწერა ომის მორიგ დანაშაულს?