ეგვიპტეში აბდელ ფატა ალ-სისიმ მესამე ვადით მოიპოვა პრეზიდენტობა არჩევნებში, სადაც სერიოზული მეტოქეები არ ჰყოლია. არჩევნების შედეგი საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა.
ალ-სისიმ არჩევნებს უწოდა მეზობელ ღაზაში მიმდინარე "არაჰუმანური ომის" უარყოფა.
ალ-სისის ხმათა 89,6 პროცენტი ერგო კენჭისყრაში, რომელიც გაიმართა ეგვიპტეში გაღვივებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ამასთან, ეგვიპტე ცდილობს გაუმკლავდეს ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულთან მიმდინარე ომის გავრცელების საფრთხეს.
ამომრჩეველთა ნაწილი აცხადებდა, რომ ალ-სისისთვის ხმის მიცემისკენ მათ უბიძგა ღაზაში მიმდინარე ომმა - რადგან ალ-სისი საკუთარ თავს წარმოაჩენს სტაბილურობის გარანტორად მღელვარე რეგიონში.
ასევე ნახეთ გარდაიცვალა ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი