ბულგარეთის პარლამენტმა 18 დეკემბერს გააუქმა სატრანზიტო გადასახადი რუსეთის გაზზე, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა განაცხადა, რომ ამის გამო ვეტოს დაადებდა სოფიას მისწრაფებას გაწევრიანდეს თავისუფალი გადაადგილების შენგენის ზონაში.
"ბულგარელებს მკაფიოდ ვუთხარით, რომ თუ ამას დიდხანს შეინარჩუნებენ, თუ უნგრეთის ენერგიით მომარაგების უსაფრთხოებას დიდხანს გამოუთხრიან ძირს, ჩვენ ვეტოს დავადებთ მათ შესვლას შენგენში" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ 16 დეკემბერს.
რუსეთის გაზი ბულგარეთის ტერიტორიას გადის უნგრეთში, სერბიასა და ავსტრიაში ჩაღწევამდე.
ასევე ნახეთ უნგრეთი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს ბულგარეთის შესვლას შენგენის ზონაში, რუსეთის გაზის ტრანზიტის გადასახადის გამო