17 დეკემბერს უნგრეთი გამოვიდა მუქარით, რომ ვეტოს დაადებს ბულგარეთის გაწევრიანებას შენგენის უპასპორტო ზონაში - თუკი ბულგარეთი არ გააუქმებს სატრანზიტო გადასახადს რუსეთის გაზზე.
"ბულგარელებს მკაფიოდ ვუთხარით, რომ თუ ამას დიდხანს შეინარჩუნებენ, თუ უნგრეთის ენერგიით მომარაგების უსაფრთხოებას დიდხანს გამოუთხრიან ძირს, ჩვენ ვეტოს დავადებთ მათ შესვლას შენგენში" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ნაციონალისტური ხელისუფლება ხშირად იკავებს პოზიციებს, რომლებსაც აღიქვამენ პრორუსულად და ევროკავშირის დანარჩენ წევრ ქვეყნებთან წინააღმდეგობაში მყოფად.
15 დეკემბერს ჰოლანდია დათანხმდა ბულგარეთის შესვლას შენგენის ზონაში - რითიც დაასრულა კორუფციასთან და მიგრაციასთან დაკავშირებული შეშფოთებით გამოწვეული წინააღმდეგობა ამ საკითხთან.