ისრაელის ძალები 16 დეკემბერს ბომბავენ სამიზნეებს ღაზის სექტორის ჩრდილოეთსა და სამხრეთში, არის ცნობები ათობით პალესტინელის სიკვდილსა და დაჭრაზე - მიუხედავად აშშ-ის მხრიდან ისრაელის მიმართ გამოთქმული მოწოდებისა, შეამციროს სამხედრო კამპანიის მასშტაბი და კონცენტრაცია მოახდინოს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასის" ლიდერებზე.
ნასერის საავადმყოფოს მესვეურთა თქმით, კლინიკამ მიიღო საჰაერო თავდასხმების ბოლო ტალღისას დაღუპული 20 პალესტინელის ცხედრები, ასევე დაჭრილები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით.
ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩევლის მხრიდან მიმდინარე კვირაში განხორციელებული ვიზიტისას ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ომს "ჰამასის" განადგურებამდე გააგრძელებენ.
ასევე ნახეთ ბაიდენის თქმით, ისრაელი კარგავს მხარდაჭერას, ნეთანიაჰუმ ქცევა უნდა შეცვალოს