აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი, ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება და საკუთარ მილოცვას აქვეყნებს:
„ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს! ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველოდებით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, თუ რა იქნება სამომავლოდ, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენი კანონიერი ადგილის დაკავებისას'', - წერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე.
14 დეკემბერს ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. უკრაინა და მოლდოვა კი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ.