ფინეთი კვლავ დახურავს რუსეთთან მთელ საზღვარს, რათა შეაჩეროს თავშესაფრის მაძიებელთა შედინება, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი მარი რანტანენი 14 დეკემბერს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ფინეთმა დაასრულა ორი კვირის განმავლობაში მოქმედი რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც დახურული იყო ყველა გამშვები პუნქტი რუსეთთან საზღვარზე.
ჰელსინკის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ბოლოდროინდელი მატება არის მოსკოვის მიერ ორკესტრირებული ნაბიჯი, რომლითაც ის ფინეთს სამაგიეროს უხდის აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გადაწყვეტილებისთვის - მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს.
თავშესაფრის მაძიებელთა შედინება შეწყდა, როცა ფინეთმა ნოემბრის ბოლოს საზღვარი ჩაკეტა, თუმცა განახლდა, როცა ხელახლა გაიხსნა რვა გადასასვლელიდან ორი - აცხადებს ფინეთის სასაზღვრო დაცვა.
ასევე ნახეთ ფინეთი ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს გახსნის რუსეთის საზღვარზე