ოდესაზე დრონებით შეტევა იყო

საილუსტრაციო ფოტო. დრონებით დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ოდესის ოლქში

სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა ოდესის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 5 დაშავებული, მათ შორის 3 ბავშვი, ჰოსპიტალიზებულია.

რუსეთის სამხედრო ძალებმა ოდესის ოლქზე დრონებით შეტევა გასულ ღამით მიიტანეს. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია 10-ზე მეტი შენობა. სხვა შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

ოდესის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო გუშინ, 13 დეკემბერსაც.