უნგრეთის პარლამენტმა მიიღო რეზონანსული კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“. კანონი მიიღეს მმართველი პარტია Fidesz-ის ინიციატივით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს.
მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ მიღებული ზომები ხელს შეუწყობს უნგრეთის პოლიტიკურ საქმეებში საგარეო ჩარევის თავიდან აცილებას. მაგრამ ადგილობრივი კრიტიკოსები და დასავლელი ოფიციალური პირები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ცვლილებები შეზღუდავს კრიტიკას, ისევე როგორც რუსეთის კანონმდებლობა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ.
ასევე ნახეთ ბუდაპეშტის გამბიტი, ორბანის ბრიუსელთან თამაში და საფრთხე, რომელიც საქართველოს სტატუსს ელისუნგრეთის კანონი ითვალისწინებს მკაცრ ჯარიმებს იმ პარტიებისთვის, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ საარჩევნო კამპანიისთვის. გათვალისწინებულია, შეიქმნას სუვერენიტეტის დაცვის უწყება ფართო საგამოძიებო უფლებამოსილებით. ეს ძალაში შევა 1 თებერვლიდან, აღნიშნავს რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური.
ასევე ნახეთ უკრაინა დახმარების ძიებაში - უნგრეთი უკრაინის წინააღმდეგვიქტორ ორბანი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შორის კრემლისადმი ყველაზე მეგობრულად განწყობილად ითვლება. ის არაერთხელ გამოსულა უკრაინაში ომის დასრულების მხარდაჭერით, თუნდაც ამას უკრაინის მხრიდან ტერიტორიული დათმობები დასჭირდეს. უნგრეთი კიევს არ უწევს სამხედრო დახმარებას. ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ახლა არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.