ფინეთი ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს გახსნის რუსეთის საზღვარზე

რუსეთ-ფინეთის საზღვარი

ფინეთი 14 დეკემბერს ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს გახსნის რუსეთის საზღვარზე. ამის შესახებ Yle იტყობინება ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მარი რანტანენზე დაყრდნობით.

გახსნიან ვაალიმისა და ნიირალის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს. რუსეთის მხრიდან მათ ეწოდებათ ტოროფიანკოვკა და ვიარტსილია. ერთი ფინეთისა და ლენინგრადის ოლქის საზღვარზეა, მეორე - კარელიასთან საზღვარზე.

ნოემბრის ბოლოს ფინეთმა გამოაცხადა, რომ მიგრაციული კრიზისის გამო ხურავს ცხრავე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს რუსეთთან საზღვარზე. ჰელსინკიმ მოსკოვს ბრალი დასდო მესამე ქვეყნების მოქალაქეთა პროვოცირებაში და ფინეთის საზღვრის გადაკვეთაში. სასაზღვრო პუნქტებში მიგრანტთა ნაკადის განახლების შემთხვევაში სასაზღვრო გადასასვლელებს კვლავ დაკეტავენ, პირობას დებს ფინეთის ხელისუფლება.

სასაზღვრო პუნქტების გახსნა არ ნიშნავს ცვლილებას საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების გატარების რეჟიმში. ფინეთის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებს არ აძლევს შენგენის ტურისტული ან საქმიანი ვიზით ქვეყანაში შესვლის უფლებას, გარდა საგანგებო შემთხვევებისა, რომლებიც ჩამოთვლილია ფინეთის სასაზღვრო დაცვის ვებსაიტზე.