პოლონეთის სეიმმა ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე უარი უთხრა მატეუშ მორავიეცკის დროებით მთავრობას მუშაობის გაგრძელებაზე. ამგვარად პოლონეთის მთავრობა დაიშლება, ხოლო ახალი მინისტრები დეპუტატების მიერ დაინიშნებიან.
მორავიეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობის მობილიზება.
როგორც პოლონეთის ბეჭდვის სააგენტო იუწყება, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა 190 დეპუტატმა, 266 კი წინააღმდეგი იყო. თავი არავის შეუკავებია.
ასევე ნახეთ
პოლონეთში ოპოზიციური პარტიების კოალიცია ჩამოყალიბდასავარაუდოდ, ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი დონალდ ტუსკი. კოალიციას, რომელიც მის კანდიდატურას უჭერს მხარს, პარლამენტის ქვედა პალატაში ხმათა უმრავლესობა აქვს. ტუსკი უკვე ხელმძღვანელობდა პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში. ის ორჯერ აირჩიეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში.