ზელენსკი არგენტინაში გაემგზავრა რუსეთის წინააღმდეგ ომში "გლობალური სამხრეთის" მხარდაჭერის მოსაპოვებლად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და კაბო-ვერდეს პრემირ-მინისტრი ულისეს კორეი ეს სილვა. 9 დეკემბერი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში გაემგზავრა. გზად ის კაბო-ვერდეში შეჩერდა. არგენტინაში ის დაესწრება ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას.

ეს ზელენსკის პირველი მოგზაურობაა ლათინურ ამერიკაში, სადაც შეეცდება რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას მხარდაჭერა მოუპოვოს.

ზელენსკი 9 დეკემბერს შეხვდა კაბო-ვერდეს პრემიერ-მინისტრს, ულის კორეია ე სილვას. მოგვიანებით სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში შეხვედრას მან უწოდა "ლიდერების პირველი შეხვედრა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში". ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კაბო-ვერდეს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ მოიწვევს "გლობალურ სამშვიდობო სამიტს" და გაიტანს სამშვიდობო გეგმას, რომელიც ემყარება უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას და მის აღიარებას 1991 წლის საზღვრებში.