8 თვე გავიდა - მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობა არ დასრულებულა

Your browser doesn’t support HTML5

სამუშაოები მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, თბილისის ისტორიულ ნაწილში, სადაც მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავდნენ, სკვერის მოწყობის სამუშაოები არ დასრულებულა. 2023 წლის 7 დეკემბერს 8 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ სამუშაოები მოულოდნელად წამოიწყო.

რადიო თავისუფლების გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ღია სივრცეში, სადაც ამ დრომდე ერთი ხეც კი არ იყო დარგული, უკვე გავლებულია ღობე, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციის ეზოს წინა ნაწილი სკვერად გადაკეთებული სივრცისგან უნდა გამოყოს. ახლა ტერიტორიის თითქმის ნახევარზე ხელოვნური კუნძულებს აკეთებენ, რომელშიც მცენარეების დარგვა იგეგემება. კუნძულებს შორის სივრცეებში უნდა დაიდგას სკამებიც.

Your browser doesn’t support HTML5

სკვერის მოწყობის სამუშაოები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან კვლავ ვერ მოხერხდა იმის გარკვევა, როდის იგეგმება სამუშაოების დასრულება. იმის მიუხედავად, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ სამუშაოები 7 აპრილს დაიწყო, ამ დრომდე უცნობია ამ სამუშაოების ხარჯი.

ასევე ნახეთ კანცელარიის გალამაზებაში “ცუდი არაფერია” - ართმევს თუ აძლევს მთავრობა საჯარო სივრცეს ქალაქს

მთავრობის ადმინისტრაციამ ასევე მოულოდნელად დაიწყო კანცელარიის შენობის სახურავზე ერთსართულიანი ნაგებობის დაშენება. მანამდე ამ ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, წინა პრემიერების მსგავსად, არაერთხელ გამასპინძლებია მაღალი რანგის სტუმრებს.

ასევე ნახეთ „საიდუმლოა“ - რას აშენებს მთავრობა კანცელარიის თავზე [ვიდეო]