მე-3 კვარტალში პირდაპირი ინვესტიციები 61,5%-ით შემცირდა

ფოტოილუსტრაცია

2023 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 62,5 პროცენტით შემცირდა. საქსტატი აღნიშნავს, რომ კლების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი არის სავალო ვალდებულებებისა და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 316 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. მონაცემები აჩვენებს, რომ კლებაა არა მხოლოდ გასული წლის იმავე პერიოდთან ($820,3 მლნ), არამედ წინა კვარტალთან ($505,7 მლნ) შედარებითაც.

პირდაპირი ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზეა აშშ - 51,8 მლნ აშშ დოლარით. მას მოჰყვება გაერთიანებული სამეფო (45,8 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდი (45,3 მლნ აშშ დოლარი). ათეულში შედიან საქართველოს მეზობელი ქვეყნები თურქეთი და აზერბაიჯანი, თუმცა არა სომხეთი და რუსეთი.