კახეთში, სოფელ ფშავლის მთებში, ხანძარია

ხანძარი თელავის მუნიციპალიტეტში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის მიმდებარედ, მთაში, ხანძარია - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ იწვის ტყის ქვედა საფარი.

„ხანძარი რა ფართობზეა გავრცელებული, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცეცხლი სოფელ ფშავლის მთაში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა ადგილობრივებმა კვამლი ცოტა ხნის წინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.

რადიო თავისუფლება დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.