ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ბევრი გააკეთა, თუმცა „უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა.“ „ბოლო დღეებშიც ბევრი ახალი ინიციატივა იყო რეფორმებთან დაკავშირებული წინსვლისთვის. რეფორმები აუცილებელია ამ და მომდევნო ნაბიჯებისთვის, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება“, - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
ელჩი იმედოვნებს, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გაცემულ პოზიტიურ რეკომენდაციას. „მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაუგზავნა. ევროკომისიაში ჩემი კოლეგები განიხილავენ ამ სამოქმედო გეგმას და მათ ექნებათ უკუკავშირი. ყველა უნდა მუშაობდეს ერთად ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ასევე ნახეთ სტატუსის მოლოდინში - რა წერია საქართველოზე ევროპული საბჭოს განსახილველ პროექტში ასევე ნახეთ მთავრობა კონცერტით გეგმავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების აღნიშვნას