რუსეთის საჰაერო ძალებმა, დიდი ალბათობით, ნოემბრის განმავლობაში უფრო ხშირად დაიწყეს 500-კილოგრამიანი RBK-500-ის დასახელების კასეტური ბომბების გამოყენება - ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის 29 ნოემბრის ანგარიშში.
უწყების თანახმად, მოდიფიკაციიდან გამომდინარე, თითოეული RBK-500-ით დაახლოებით 100-დან 350-მდე მძლავრი ელემენტის გატყორცნა ხდება. ჩვეულებრივ, თითოეული ახდენს ასობით მაღალსიჩქარიანი ფრაგმენტის ან ერთი დიდი ტანკსაწინააღმდეგო მუხტის დეტონაციას.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანახმად, RBK-500 უკრაინული ძალების წინააღმდეგ, ძირითადად, უგლედარის მიმართულებით და ავდეევკის მახლობლად გამოიყენება.
"არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ, როგორც სხვა საჰაერო ბომბების შემთხვევაში, რუსეთმა ცოტა ხნის წინ მოახდინა კასეტურ ბომბ RBK-500-ის დისტანციური დაგეგმვის კომპლექტის, UMPC-ს ინტეგრირება. ეს მოდიფიკაცია კასეტური მასალის გადამზიდავ თვითმფრინავს საშუალებას აძლევს, საბრძოლო მასალა სამიზნიდან მრავალი კილომეტრის დაშორებით გატყორცნოს", - ნათქვამია ანგარიშში.