თბილისში, ვაზისუბნის დასახლების მეოთხე მიკრორაიონში, დაახლოებით 65 წლის კაცს ბეტონმზიდმა გადაუარა. იგი ადგილზე დაიღუპა.
საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. ჯერ არ არის ცნობილი, დააკავეს თუ არა მძღოლი.
დამატებითი ინფორმაციის მოძიების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ზუსტად ერთი კვირის წინ, 21 ნოემბერს, თბილისში, ორთაჭალაში, 15 წლის მოზარდს სატვირთო დაეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო აღმართზე ასვლას ცდილობდა, რა დროსაც დაგორდა და დაეჯახა მოზარდს, რომელიც გზაზე გადადიოდა.
ასევე ნახეთ მთელი ქვეყანა გადაქცეულია ერთ დიდ უკონტროლო სამშენებლო ობიექტად - რას ემსხვერპლა 15 წლის ბიჭი