შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება შოვში სტიქიის დროს დაკარგული ერთი ადამიანის ცხედრის სამძებრო სამუშაოები. კურორტზე ღვარცოფული მოვლენების განვითარებიდან 118 დღე გავიდა. სტიქიამ 30-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ასევე ნახეთ იფრინეს თუ არა შოვში შსს-ს თერმულმა დრონებმა პირველ კრიტიკულ საათებში?"გრძელდება საძიებო სამუშაოები ერთი პირის მიმართ როგორც ცოცხალი ძალით, ისე ტექნიკით. არ შეჩერებულა ძებნის ღონისძიება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.
ასევე ნახეთ გომელაური შოვში დაღუპულებზე: გამორიცხულია, გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყოშოვში მეწყრული პროცესების შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, ერთი დაკარგულის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.
ასევე ნახეთ უკანასკნელი დაკარგული შოვში - რას ითხოვენ იურისტები? იტყვიან რამეს დაღუპულების ახლობლები?