"დილის საუბრები დემოკრატიაზე": საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირი რჩეულ პარტნიორად რჩება

Your browser doesn’t support HTML5

"ევროპის ფონდი" 2009 წლიდან იკვლევს საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებას და მის შესახებ ცოდნას. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის ევროკავშირი რჩება რჩეულ და სანდო პარტნიორად. ქეთევან ვაშაკიძე, "ევროპის ფონდის" პრეზიდენტია რუბრიკის სტუმარი.