სარაკეტო იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა 2024 წელს უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდება - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, იური ჯიგირმა, განაცხადა.
"2024 წლისთვის დაგეგმილი თანხებიდან ამ მიმართულებით დაახლოებით 175 მილიარდი გრივნა (დაახლოებით 4,5 მილიარდი დოლარი) დაიხარჯება. სამხედრო ტექნიკისთვის - დაახლოებით 80 მილიარდი გრივნა (დაახლოებით 2,3 მილიარდი დოლარი)", - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე. ინფორმაციას სამხედრო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
იური ჯიგირის თქმით, უკრაინის მთავრობამ თავდაცვის სამინისტროს დაუსახა ამოცანა, მაქსიმალურად შეიძინოს უკრაინელი მწარმოებლის მერ შექმნილი იარაღი და სამხედრო ტექნიკა.
ოქტომბერში უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა უკრაინაში ჭურვების წარმოების მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ გამოაცხადა, თუმცა კიევი ძირითადად კვლავ პარტნიორი ქვეყნების სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული.
ასევე ნახეთ
გერმანია უკრაინას კიდევ 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-სა და საბრძოლო მასალას გადასცემსევროკავშირი ამზადებს 2024-2027 წლების პერიოდში უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტს, დაახლოებით 50 მილიარდი ევროს მოცულობით. ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა 14-15 დეკემბრის სამიტზე უყრის კენჭს ამ პაკეტს. მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ დახმარება შეიძლება უნგრეთმა დაბლოკოს.
ამავე დროს ევროკავშირში ამბობენ, რომ აქვთ გეგმა „ბ“, თუკი ბუდაპეშტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.