ორთაჭალაში 15 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე სატვირთოს მძღოლს ბრალი წაუყენეს

შემთხვევის ადგილი

პროკურატურამ ბრალი წაუყენა მძღოლს, რომლის სატვირთო მანქანაც 21 ნოემბერს თბილისში, ორთაჭალაში, 15 წლის ბავშვს დაეჯახა. მძღოლს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო აღმართზე ასვლას ცდილობდა, რა დროსაც დაგორდა და დაეჯახა მოზარდს, რომელიც გზაზე გადადიოდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

"გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთასთან, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა", - წერია პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ მძღოლი იმავე დღეს დააკავეს.

ასევე ნახეთ ორთაჭალაში სატვირთო 15 წლის ბავშვს დაეჯახა - მოზარდი ადგილზე დაიღუპა

მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

ასევე ნახეთ მთელი ქვეყანა გადაქცეულია ერთ დიდ უკონტროლო სამშენებლო ობიექტად - რას ემსხვერპლა 15 წლის ბიჭი