აშშ-ის ხელისუფლებამ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ 30%-ით შეამცირა უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება, იუწყება ABC News-ი კიევში მაღალი რანგის წყაროებზე დაყრდნობით.
საქმე ეხება 155 მმ კალიბრის ჭურვებს, რომლებსაც ნატოს ჯარები გამოიყენებენ და რომლებიც შეადგენს უკრაინისთვის მიწოდებული ყველა შეიარაღების პრაქტიკულად 60-70%-ს. როგორც ABC News-ი შენიშნავს, კიევისთვის ამ ჭურვების მიწოდება უკიდურესად მნიშვნელოვანია.
155 მმ კალიბრის ჭურვების მიწოდების შემცირებაზე წყარომ ისაუბრა კიევში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის წინა დღეს.
ვიზიტის განმავლობაში ოსტინი კიევს დაჰპირდა, რომ „შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას თავისუფლებისთვის ბრძოლაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“. მანამდე თეთრმა სახლმა არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია კიევის სამხედრო დახმარების გაგრძელება.
მიუხედავად ამისა, ABC News-ის თანახმად, ოქტომბრის დამდეგიდან კიევისთვის იარაღის მიწოდება საგრძნობლად შემცირდა.