ლოიდ ოსტინი: აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა "ხანგრძლივად გაგრძელდება"

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კიევში

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, 20 ნოემბერს უთხრა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა კიევისადმი "ხანგრძლივად გაგრძელდება". უკრაინა განაგრძობს ბრძოლას ქვეყანაში თითქმის 20 თვის წინ შეჭრილი რუსეთის არმიის წინააღმდეგ.

ოსტინი კიევში უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით ჩავიდა ვიზიტით, რომლის შესახებ წინასწარ არ იყო ცნობილი. ვიზიტი შედგა იმ ფონზე, როცა იზრდება "ომით დაღლილობის" თაობაზე შეშფოთება უკრაინის დასავლელ მოკავშირეებში, უწინარესად აშშ-ში, რომელიც უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების მთავარი მიმწოდებელია.

"მესიჯი, რომლითაც დღეს ჩამოვედი, ბატონო პრეზიდენტო, შემდეგია: ამერიკის შეერთებული შტატები თქვენთანაა და ხანგრძლივად დარჩება თქვენთან", - უთხრა ოსტინმა ზელენსკის შეხვედრის შემდეგ. "ჩემთვის პატივი იყო კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა, რათა დამედასტურებინა აშშ-ის მხრიდან უკრაინის მყარი ერთგულება. ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინის გადაუდებელი საბრძოლო საჭიროებებისა და გრძელვადიანი თავდაცვის მოთხოვნების მხარდაჭერას", - თქვა ოსტინმა სხვა მესიჯში, რომელიც გამოქვეყნდა პლატფორმა X-ზე.

ზელენსკიმ ოსტინის ვიზიტს უწოდა "ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინისთვის".