პუტინი 22 ნოემბერს ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას G-20-ის შეხვედრაში

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 22 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს "დიდი ოცეულის" (G20) ლიდერების ვირტუალურ სამიტში - იუწყება რუსეთის ტელევიზია.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეჭრის შემდეგ, პუტინი პირადად არ დასწრებია G20-ის ყოველწლიურ შეხვედრებს.

22 ნოემბრის ვირტუალური სამიტის მიზანი იქნება სექტემბრის სამიტის შედეგებზე მუშაობა - ამბობს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი 18 ნოემბრის განცხადებაში. ინდოეთი "დიდი ოცეულის" მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა.