კატარის პრემიერ-მინისტრმა შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ სულ უფრო მეტი იმედით უყურებს მძევალთა შესახებ შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას ისრაელსა და ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ "ჰამასს" შორის. მისი თქმით, სირთულეები, რომლებიც რჩება, "ძალიან მცირედია" და ლოგისტიკურია.
Washington Post-ის თანახმად, ისრაელმა, აშშ-მა და "ჰამასმა" მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ღაზაში მძევლად მყოფი ათობით ქალისა და ბავშვის გათავისუფლებაზე, ბრძოლაში ხუთდღიანი პაუზის სანაცვლოდ. თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.