19 ნოემბერს ღაზის საავადმყოფოდან გაიყვანეს სულ მცირე 30 ნაადრევად დაბადებული ჩვილი, რომლებსაც ეგვიპტეში გადაიყვანენ - აცხადებს პალესტინელთა ჯანდაცვის სამინისტრო.
18 ნოემბერს საავადმყოფო მოინახულა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდმა. ამ გუნდის თანახმად, საავადმყოფოში რჩებოდა 291 პაციენტი, მათ შორის მძიმე მდგომარეობაში მყოფი 32 ჩვილი. საავამდყოფოში არიან ასევე ტრავმირებული პაციენტები ინფიცირებული ჭრილობებით და პირები, რომლებსაც ხერხემლის დაზიანება აქვთ და ვერ გადაადგილდებიან.
სამინისტროს პრესმდივანმა მედჰატ აბასმა დაადასტურა 30 ჩვილის ევაკუაცია.