რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა ცენტრალური ბანკის ყოფილი წარმომადგენელი ალექსაშენკო

სერგეი ალექსაშენკო

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა სერგეი ალექსაშენკო, წარსულში რუსეთის ბანკის დირექტორის მოადგილე და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე - იუწყება რუსეთის მედია 18 ნოემბერს.

ალექსაშენკო აკრიტიკებს უკრაინაში რუსეთის ომს. იგი აშშ-ში ცხოვრობს მას შემდეგ, რაც უთანხმოება მოუვიდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებასთან. მას უკვე აქვს "უცხოეთის აგენტის" სტატუსი.

TASS-ის ცნობით, ალექსაშენკოს სახელი შსს-ის ძებნილთა სიას დაუკონკრეტებელი ბრალდებით დაუმატეს. რუსეთის პარლამენტის წევრმა ვასილი პისკარევმა მიმდინარე კვირაში თქვა, რომ ალექსაშენკო მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემუშავების პროცესში.