პუტინს 100-ზე მეტი ექიმი მიმართავს ანტისაომარი აქციისთვის დაპატიმრებული ქალის გათავისუფლების თხოვნით

საშა სკოჩილენკო

100-ზე მეტმა ექიმმა მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისადმი მიწერილ ღია წერილს, რომელშიც გამოთქმულია მოწოდება ანტისაომარი აქციისთვის დაპატიმრებული 33 ქალის გათავისუფლებისკენ. ხელოვანი ალექსანდრა (საშა) სკოჩილენკო სასჯელს იხდის სუპერმარკეტში ფასების ეტიკეტების შეცვლისთვის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ინფორმაციით.

ექიმები პუტინს უწოდებენ "რუსეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიის გამცემს", გამოხატავენ "სერიოზულ" შეშფოთებას სკოლჩილენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო და აცხადებენ, რომ ხელოვანის "პაციფისტურ აქციას" არ დაურღვევია რუსეთის კანონები.

სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ 16 ნოემბერს მიუსაჯა პატიმრობა სკოჩილენკოს, მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ სცნო "რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში".