დონეცკის მიმართულებით შეტევის დროს უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა. ინფორმაციას ფეისბუკზე ავრცელებს "ქართული ლეგიონი".
"დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა. დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს", - წერია ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი რუსეთს ტყვედ ჩაუვარდარუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ამ ომში რუსეთის წინააღმდეგ არაერთი ქართველი იბრძვის, 50-ზე მეტი დაიღუპა. ომში დაღუპულ მებრძოლებს საქართველოში სამხედრო პატივით კრძალავენ.