მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სელიდოვოზე რუსეთის სარაკეტო შეტევას

რუსეთის სარაკეტო დარტყმით დანგრეული სახლი დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოში. 2023 წლის 15 ნოემბერი

სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად.

დონეცკის საოლქო პროკურატურის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სელიდოვოს საცხოვრებელ უბნებზე 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

საოლქო პროკურატურის მონაცემებით, დაინგრა ან დაზიანდა 6 მრავალბინიანი და 20 კერძო სახლი. მაშველებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში იპოვეს 85 წლის ქალის ცხედარი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბი: გასულ 24 საათში 60-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა