უკრაინის სასამართლომ ყოფილ დეპუტატს დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა

ილია კივა

დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვის სასამართლომ 13 ნოემბერს ყოფილ დეპუტატს, ილია კივას, დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სახელმწიფო ღალატში, საჯარო მოწოდებებში ძალაუფლების მოსაპოვებლად და საკონსტიტუციო წესრიგის დასამხობად და სხვა დანაშაულებში.

კივა ცნობილია თავისი პრორუსული პოზიციებით. მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი პროვოცირების გარეშე შეიჭრა უკრაინაში, კივა საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, სადაც მონაწილეობდა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ სატელევიზიო გადაცემებსა და დისკუსიებში.