უნგრეთი კვლავ ბლოკავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას

პეტერ სიიარტო, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უნგრეთი დაბლოკავს ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემდეგი ტრანშის გადაცემას, სანამ კიევი არ გამოვა "გარანტიებით", რომ OTP ბანკი და უნგრეთის სხვა ფირმები არ მოექცევიან "ომის საერთაშორისო სპონსორთა" შავ სიაში - აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2021 წელს შექმნილი EPF-ის მიზანია, დააფინანსოს კონფლიქტების აღკვეთაზე, მშვიდობის მშენებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებაზე მიმართული ქმედებები.

საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, ერთ-ერთ შეხვედრაზე უნგრეთზე განხორციელდა "ზეწოლა", რათა მხარი დაეჭირა 500 მილიონი ევროს გამოყოფისთვის, თუმცა ბუდაპეშტი ამ ნაბიჯს არ გადადგამს უკრაინისგან გარანტიების მიღებამდე.

ასევე ნახეთ

„ფულის ომი“ უნგრეთსა და ევროკავშირს შორისბრიუსელი უკვე საშობაო კომპრომისების მოლოდინშიაუნგრული გაცვლა: თუ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, უკრაინის მოლაპარაკებებიც დაიბლოკება?