85 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი.
გენერალი თენგიზ კიტოვანი იყო „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს“ წევრი 1992 წლის იანვრიდან ამავე წლის 10 მარტამდე, საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, 1991 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილებით, ვადამდე შეუწყდა დეპუტატის მანდატი.
თენგიზ კიტოვანი იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი. ის არ დაემორჩილა გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებას და დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.
ასევე ნახეთ როგორ (ვერ) გადავიტანეთ „აგვისტოს პუტჩი“თენგიზ კიტოვანი მონაწილეობდა 90-იანი წლების სამოქალაქო ომსა და პრეზიდენტ გამსახურდიას პოსტიდან ჩამოგდებაში. სამხედრო გადატრიალების შემდეგ იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი.
1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები თავდაცვის მინისტრის რანგში თენგიზ კიტოვანის მოქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას სოხუმში შესვლის ბრძანება თუ მოქმედებდა დამოუკიდებლად.
ასევე ნახეთ „ომი აფხაზეთისთვის“ - როგორ დაიწყოკიტოვანი 1992-95 წლებში იყო პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი.
1996 წლის ოქტომბერში ის დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. თენგიზ კიტოვანი 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ის წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნდა 2012 წელს.