მშვიდობიანი მოქალაქეები დაიჭრნენ ლიბანის საზღვართან - ისრაელელი სამხედროები

საილუსტრაციო ფოტო: ისრაელის არტილერია მანევრებისას ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე. 2 ნოემბერი, 2023 წელი

ისრაელის და ლიბანის საზღვრის მახლობელ არეალში ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით თავდასხმის შედეგად 12 ნოემბერს დაიჭრა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, განაცხადეს ისრაელელმა სამხედროებმა და დასძინეს, რომ მათ საარტილერიო ცეცხლით უპასუხეს.
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა ისრაელის ტელეარხ N12-ს განუცხადა, რომ ერთი ადამიანი მძიმედ იყო დაჭრილი და კიდევ სამი-ხუთი - დაშავებული.
11 ნოემბერს ლიბანის "ჰეზბოლას" დაჯგუფების მეთაურმა საიდ ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ფრონტი ისრაელის წინააღმდეგ აქტიური დარჩება.
ამის გამო ისრაელმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ არ უნდა გამწვავდეს დაპირისპირება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ღაზის სექტორში ისრაელის არმია განაგრძობს ოპერაციას „ჰამასის“ წინააღმდეგ. ამ რადიკალურ გაერთიანებას ევროკავშირი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.