ღაზიდან ეგვიპტეში ევაკუაცია განახლდა პაუზის შემდეგ

ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში, რაფაჰში, ჩასულები. 12 ნოემბერი, 2023 წელი

12 ნოემბერს ათობით უცხოელი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, ასევე რამდენიმე დაჭრილი პალესტინელი იქნა ევაკუირებული ისრაელის მიერ დაბომბილი ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში, ნათქვამია საზღვრის ორივე მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში.

"ორმოცდაათი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ჩავიდა რაფაჰში, ეგვიპტის მხარეს, შვიდ დაჭრილ პალესტინელთან ერთად", - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო AlQahera News-ი.

"ჰამასის" (აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული) მთავრობის სასაზღვრო ხელისუფლებამ ღაზაში 11 ნოემბერს, საღამოს, მოუწოდა უცხოური პასპორტის ყველა მფლობელს და საევაკუაციო სიაში მყოფ ადამიანებს, გამოცხადებულიყვნენ ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე და ეგვიპტის სინაისკენ მიმავალ ტერმინალში, - წერს AFP.