პარიზში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პალესტინელთა მხარდასაჭერ დემონსტრაციაში

პალესტინელთა მომხრეების საპროტესო გამოსვლა პარიზში. 12 ოქტომბერი. 2023 წელი (საილუსტრაციო ფოტო)

პარიზში, 11 ნოემბერს რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა საპროტესტო მოწოდებით "შეაჩერეთ ხოცვა-ჟლეტა ღაზაში".

მემარცხენე ორგანიზატორებმა საფრანგეთს მოუწოდეს, "მოითხოვოს დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა" ისრაელსა და "ჰამასის" წევრებს შორის.

"მე პალესტინის საქმის მხარდასაჭერად მოვედი, ღაზაში ცეცხლის შესაწყვეტად", თქვა ინჟინერმა აჰლემ ტრიკიმ, რომელსაც პალესტინის დროშა ჰქონდა მხრებზე მოფარებული. ისრაელის ოფიციალური პირების თანახმად, 7 ოქტომბერს, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად, ისრაელში დაიღუპა 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა, ხოლო 239 ადამიანი მძევლად აიყვანეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რომელსაც "ჰამასი" მართავს, ღაზაში ისრაელის საპასუხო, საჰაერო და სახმელეთო სამხედრო კამპანიის შედეგად, 11 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. "(ეს) ელემენტარულია, რომ ქუჩაში გამოხვიდეთ როგორც აქტივისტები ან უბრალო მოქალაქეები, პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად", თქვა პროფკავშირების 85 წლის წევრმა, კლოდ მარილმა.

AFP-ის თანახმად, პალესტინელთა მხარდაჭერის დემონსტრაციები გაიმართა საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც.