ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი იწყებს ახლო აღმოსავლეთში 5-დღიან ვიზიტს

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ფოლკერ ტიურკი. ჟენევა, 2 ნოემბერი, 2022.

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ფოლკერ ტიურკი დღეს ხუთდღიანი ვიზიტით მიემგზავრება ახლო აღმოსავლეთში. მისი ვიზიტის ფონია ისრაელის მიერ საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია ღაზის სექტორში, რასაც წინ უძღოდა 7 ოქტომბერს პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე. როგორც გაერო იტყობინება, ვიზიტის „ფართო კონტექსტია“ პალესტინელთა ტერიტორიების 56-წლიანი ოკუპაცია.
„ეს იყო სასაკლაოს, გაუთავებელი ტანჯვის, სისხლისღვრის, ნგრევის, განრისხებისა და სასოწარკვეთის ერთი თვე,“ განაცხადა ტიურკმა ვიზიტის წინ.
„ამ ესკალაციას საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებების დარღვევა და ადამიანის უფლებები ცენტრალურ როლს თამაშობს ტკივილის ამ მორევიდან გამოსავლის ძიებაში,“ თქვა ტიურკმა.
რეგიონში ტიურკი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მსხვერპლებთან და რეგიონში მომუშავე გაეროს თანამშრომლებთან.
7 ნოემბერს ტიურკი კაიროში მართავს შეხვედრებს, ოთხშაბათს - რაფაჰში, რომელიც ღაზის სექტორის საზღვარზე მდებარეობს.
ტიურკი ასევე შეეცადა, ემოგზაურა ისრაელსა და პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში.