ზელენსკი ამბობს, რომ ომის დროს არჩევნებზე ლაპარაკი "უპასუხისმგებლობაა"

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "უპასუხისმგებლობა" უწოდა საყოველთაო არჩევნების ჩატარებაზე ლაპარაკს ომის პირობებში - რითიც მიანიშნა, რომ არჩევნები, რომელიც წესით გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, შესაძლოა გადაიდოს.

"ყველას გვესმის, რომ ახლა, ომის დროს, როცა ამდენი გამოწვევაა, სრულიად უპასუხისმგებლო იქნება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებთან ასეთი არასერიოზული მიმართება" - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს გამოსვლაში. "უნდა დავინახოთ, რომ ახლა თავდაცვის დროა, ბრძოლის დრო, რომელზეც დამოკიდებულია სახელმწიფოსა და მისი ხალხის ბედი... ვფიქრობ, ასეთ დროს არჩევნები არ არის მართებული" - დასძინა მან.

ასევე ნახეთ გაბრაზებული და მიტოვებული? - რას წერს Time ზელენსკისა და რუსეთ-უკრაინის ომზე