იტალია აპირებს ალბანეთში ააშენოს საზღვაო გზით ჩასული მიგრანტების მიმღები ცენტრები - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ 6 ნოემბერს, როცა ისაუბრა თავის გეგმაზე შემცირდეს მიგრანტთა რაოდენობა, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა.
მელონის თქმით, ალბანეთის ცენტრები 2024 წლის გაზაფხულზე გაიხსნება და მათში პირველ ეტაპზე განთავსდება 3000-მდე ადამიანი. მელონის განცხადებით, იტალიის მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ ცენტრებს წელიწადში 36 000-მდე მიგრანტის მიღების საშუალება ექნება.
2023 წელს საზღვაო გზით იტალიაში ჩავიდა 145 000-ზე მეტი ადამიანი - მაშინ, როცა შარშანდელი მონაცემი 88 000 მიგრანტი იყო.