უკრაინის მაღალჩინოსანმა 6 ნოემბერს გამოაცხადა, რომ კიევი ევროკავშირისგან მიმდინარე კვირაში "დადებით" შეფასებას ელის მისი პროგრესისა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, და რომ მან ყველა საჭირო რეფორმა განახორციელა.
ამ განცხადებებით ვიცე-პრემიერი ოლჰა სტეფანიშინა "როიტერსთან" გამოვიდა იმ ფონზე, როცა ევროკავშირის კომისია 8 ნოემბერს გამოსაქვეყნებლად ამზადებს ანგარიშს, რომელიც, კიევის იმედით, ბლოკის წევრებს რეკომენდაციას მისცემს დეკემბერში უკრაინასთან გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური მოლაპარაკების დასაწყებად.
"მე ვიტყოდი, რომ შეფასება ნამდვილად დადებითი იქნება, რადგან ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს ევროპულ კომისიასთან, განვიხილავთ ნაბიჯებს და მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ნაბიჯებზე, რომელთა განხორციელებაც შევძელით" - ამბობს სტეფანიშინა.
ასევე ნახეთ ზელენსკი: ევროკავშირი და აშშ არ აიძულებენ უკრაინას, მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთთან