"ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღამით ისრაელის შეტევას ემსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი

"ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღამით ისრაელის შეტევას ემსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი, 2023 წლის 6 ნოემბერი

ისრაელის მხრიდან ინტენსიურ შეტევებს ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - აცხადებს "ჰამასის" მიერ მართული პალესტინელთა ამ ტერიტორიის ჯანდაცვის სამინისტრო 6 ნოემბერს.

ისრაელის ძალებმა გააძლიერეს თავიანთი თავდასხმა ღაზაზე, რაც ნაწილია სამხედრო პასუხისა "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილ იერიშზე, რომელსაც, ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ემსხვერპლა 1400-ზე მეტი ადამიანი, უმეტესობა სამოქალაქო პირი. თავდასხმისას პალესტინელთა ისლამისტური ჯგუფის მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს 240-ზე მეტი პირი.

6 ნოემბერს აღრიცხული საავადმყოფოს მონაცემებით მოელიან, რომ ღაზაში მიმდინარე ომის მსხვერპლთა საერთო რაოდენობის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული რიცხვი 10 000-ს გადააჭარბებს.